49f49d30-e243-41d8-b386-0bad25ed494f

ჯანსაღი ცხოვრება

მიხარია შენი აქ შემოსვლა , რა კარგია რომ იპოვე ჩემი ბლოგი. ეს არის ჩემი პირადი ბლოგი, სადაც მე გაგიზიარებ ჩემს აზრებს, შეხედულებებს და ინტერვიუს ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების თემაზე. მე არ მაქვს დოქტორის ხარისხი კვების დარგში, მაგრამ დაინტერესებული ვარ სწორი კვებით. მე ვამზადებ ძირითადად ნატურალური ინგრედიენტებით, მაგრამ არ ვარ ვეგეტარიანელი (თუმცა მიყვარს ვეგეტარიანული ან ვეგანური კერძების მომზადება), არ ვარ პალეოს ფანი და ასევე არ ვარ მკაცრი დაბალი ნახშირწყლების დიეტის მომხრე (მხოლოდ შაქართან მაქვს ჩემი შეხედულებები, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობ ). ჩემთან ვერ იპოვით ისეთ სტატიებს , როგორიცაა „სწორი დიეტა“ „-5 კილო ხუთ დღეში“ და ა.შ ჩვენ ვისაუბრეთ მხოლოდ სწორ კვებაზე, ასევე ვისწავლით უგლუტეინო გემრიელობების გაკეთებას და ა.შ მე ძალიან ბედნიერი და მადლიერი ვარ, რომ დავიბადე ქვეყანაში, რომელიც გვთავაზობს მრავალფეროვან სამზარეულოს, მათ შორის, ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ვეგანური სამზარეულო გვაქვს . ხშირად ჩვენ, სამწუხაროდ, ნამდვილად არ ვიცით, რა არის კარგი და რა ცუდი ჩვენთვის, ამიტომ მე ამ თემაზე მხოლოდ პროფესიონალებთან ვისაუბრებ. თქვენ მიიღებთ რჩევებს მხოლოდ პროფესიონალებისგან. დროებით დაგემშვიდობები ! მიხარია რომ ორივემ სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ და ცხოვრების თანამგზავრად სწორი კვება ავირჩიეთ.პატივისცემით, თეონა