თეონა ამაღლობელი

დღიურის მაგიური ძალა

a21d8254-fced-4b4d-ae8d-6f35a4ea9f95

5 რჩევა რომელიც დაგეხმარებათ, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება
უკეთესობისაკენ.

რატომ არის დღიური ჯადოსნური ?ვინც კარგად მიცნობს , დარწმუნებული ვარ, უკვე იცის, რომ დღიურის ფანი ვარ.მე მიყვარს დღიურის წერა და ის ჩემი საუკეთესო მეგზური და მეგობარია. მაგრამ რა არის სინამდვილეში დღიური და როგორ მუშაობს ეს ყველაფერი?

დღიურში არ ფოკუსირდები მხოლოდ დადებითზე . აქ წერ, როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. აქ წერთ გამოცდილების შესახებ, რომელსაც ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე იღებთ. ის გეხმარებათ, რომ დაიმახსოვროთ ყველა მომენტი. წამი, როცა გიხარიათ, გიყვართ, გეზიზღებათ, დარდობთ, ბედნიერი იყავით, იმედი გაგიცრუვდათ, ალბათ ფიქრობდით, რომ გამოსავალი არ იყო , მაგრამ თუ მას თავიდან წაიკითხავ, აღმოაჩენ, რომ შენ ყველა პრობლემას გაუმკლავდი.

დღიურის წერისას თქვენ თქვენს შინაგან მეს უახლოვდებით, თქვენს აზრებს, ემოციებს და გრძნობებს დებთ ქაღალდზე.კონკრეტულად როგორ გამოიყურება ეს ჩემთვის და როგორ შეგიძლიათ დღიური აწარმოოთ, აქ უფრო დეტალურად აგიხსნით. 
maxresdefault


იცხოვრე ისე, თითქოს ყოველდღე , ერთი პატარა ცხოვრება არის. თუ შენ ყოველდღე ამას გააკეთებ, ცხოვრების ბოლოს მიხვდები, რომ შენ შენი ოცნების ცხოვრებით იცხოვრე . შექმენი შენი ცხოვრების ჯვარი: ისწრაფე ღვთისკენ და ისწრაფე ადამიანებისაკენ…


12 წლიდან მაქვს დღიური და მე დღეს თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ 12 წლის გოგოს თითქმის ყველა სურვილი ავუსრულე.ჩემთვის დღიური არის პიროვნების განვითარების ყველაზე დიდი გასაღები.

დღიური მხოლოდ თქვენია, წერის დროს თქვენ ხართ თქვენ. დღიურის წერის ყველაზე დიდი პლიუსი კი ის არის, რომ აქ საზღვრები არ არსებობს, აქ მთლიანად თავისუფალი ხართ. წერთ იმას, რაც გინდათ. შეგიძლიათ, იქ ბოლო ხმაზე იყვიროთ, იტიროთ,გაიცინოთ და ვერავინ გაიგონებს. იქნებით მხოლოდ თქვენ და დღიური, ანუ მხოლოდ თქვენ და ისევ თქვენ. დღიური თქვენი შინაგანი ”მე”-ს სარკეა
მე გირჩევდით, რომ აუცილებლად აწარმოოთ პირადი დღიური, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხართ, დაიწყეთ ის ამ დღიდან.

 

რა გჭირდება იმისთვის, რომ დღიური აწარმოო?

წერეთ ხელით


იყიდე უბრალო რვეული, ჩემი რჩევაა წერო ხელით , რადგან ეს სულ სხვა ემოციას გადმოსცემს, არ შეგეშინდეს შენი ფიქრების, ცარიელი ფურცლის ან იმის, თუ როგორ წერ, თავიდან შეიძლება იკეკლუცო და გულწრფელიც არ იყო, მაგრამ დამიჯერე, ძალიან მალე კეკლუცობას მორჩები და ყველაზე გულწრფელი და სუფთა იქნები ამ ფურცლებთან.

 

2. გამოიყენეთ მადლიერების ძალა

მადლიერება ბედნიერების გასაღებია . ამიტომ დაიწყე მადლიერებით , იყავი იმის მადლობელი, რაც იყო და არის. არ დაგავიწყდეს იმის ჩაწერა, თუ რისთვის იყავი დღეს განსაკუთრებით მადლიერი .

 

3. დაწერე შენი მიზნები

ყოველდღე ჩამოწერე შენი მიზნები , შენ ხარ ამ ქვეყანაზე იმიტომ, რომ შენი ცხოვრებით იცხოვრო, ამიტომ შეხედე და განსაზღვრე შენი მიზნები გეკუთვნის თუ არა შენ. თუ ხშირად ეს ხდება მეზობლისთვის, მასწავლებლისთვის, ყოფილი პარტნიორისთვის და ა.შ


შენი მიზნები შეეცადე იყოს კონკრეტული და დადებით ასპექტში.

 

4. გაიხსენე შენი მიღწევები

ყოველდღიურად ჩვენ გვაქვს ათობით მიღწევა, მაგრამ მას ვერ ვამჩნევთ და არ ვიმჩნევთ, შეჩერდი და შეამჩნიე ის, იგრძენი ის , აღბეჭდე ის.


5.აჩუქე შენს თავს დრო.


გამოყავი დრიურისთვის დრო , ისე რომ არ გეჩქარებოდეს , მოუსმინე შენს თავს, ენდე შენს ხელს და დაწერე ის, რაც გულით გსურს და რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნია, გახსოვდეს ამას მხოლოდ შენ წაიკითხავ .

და ბოლოს მთავარი და ოქროს გასაღები, მადლიერება, დაწერე დღის ბოლოს ყველაფერი, რაზეც იყავი მადლიერი

სიყვარულით თეონა