თეონა ამაღლობელი

რატომ არის მნიშვნელოვანი წარმატების დღიურის დაწერა?

a21d8254-fced-4b4d-ae8d-6f35a4ea9f95

რატომ არის მნიშვნელოვანი წარმატების დღიურის დაწერა?

ძალიან ხშირად, ჩვენი მზერა ფოკუსირებულია ჩვენს შეცდომებსა და ნეგატიურ მოვლენებზე. თუმცა, უნდა ვიცოდეთ , რომ მხოლოდ პოზიტიური აზროვნებაა ის , რაც წინ წაგვიყვანს, სასურველ მე-ს შეგვახვედრებს და ჰარმონიაში გვაცხოვრებს საკუთარ თავთან, შიშების გარეშე, წარმატებების აღნიშვნა კი, ნიშნავს ამ შიშის განადგურებასა და დამსხვრევას.  რაც არ უნდა მცირე იყოს ეს წარმატებები, მნიშვნელოვანია მათი გაცნობიერება , ამიტომ, დღეს ღირს წარმატების დღიურის დაწყება.

რატომ არის მნიშვნელოვანი წარმატების დღიურის დაწერა? ან როგორ დავიწყოთ მისი წერა?

ერთ-ერთი გავრცელებული მეთოდია , რომ ჩამოწეროთ დაბადებიდან დღემდე თქვენი 100 წარმატება, როდესაც ამ 100 წარმატების წერას დაამთავრებთ, შემდეგ ყოველდღე მიუწეროთ ყოველი დღის წარმატება, სასურველია მოძებნოთ მინიმუმ სამი წარმატება, რომელსაც დღიურში შეიტანთ, ხშირად გვსმენია ამის შესახებ მაგრამ ცოტამ თუ ვიცით რატომ ?!
maxresdefault

წარმატების დღიური არის თქვენი მოტივაცია და რატომ ?

ყველას გვაქვს ეტაპები, როცა ვფიქრობთ რომ არ გამოგვივა, ან ჩვენ ამის უნარი არ გვაქვს, ან ემოცია და ამბიცია გვეკარგება/გვაკლია, ამ დროს კი საკმარისია ავიღოთ ჩვენი წარმატების დღიური ხელში და გგადავხედოთ ჩვენს სიას და ვკითხოთ ჩვენს თავს.

 როგორ გამოვიდა?
 
 რა უნარები და თვისებები დამეხმარა?
 
 რა რესურსები გამოვიყენე?

 აკეთებთ ანალიზს და გრძნობთ, რომ ეს რესურსები თქვენშია და ახლაც, დღესაც შეგიძლიათ გამოიყენოთ.

გახსოვდეთ, ყველა ეს უნარი და რესურსი ისევ თქვენშია, ის მხოლოდ გამოყენებას ელოდება. ამიტომაც წარმატების დღიურზე დიდი მოტივაცია არაფერი შეიძლება იყოს. 

ძალიან ხშირად , ჩვენი მზერა ფოკუსირებულია ჩვენს შეცდომებსა და ცხოვრებაში ნეგატიურ მოვლენებზე. თუმცა, უპირველეს ყოვლისა , მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ის გზა, რომელიც წინ წაგვიყვანს , წარმატების აღნიშვნა კი ჩვენს შეხედულებებს ხელახლა გადააფასებს და გაასწორებს. რაც არ უნდა მცირე ზომის იყოს ეს წარმატება , მნიშვნელოვანია მათი გაცნობიერება .

 შენიშნე წარმატებები;

 იფიქრე უფრო პოზიტიურად;

 იცხოვრე უფრო შეგნებულად;


დაუსვით საკუთარ თავს კითხვა ყოველ საღამოს: რა იყო პოზიტიური დღეს და რა წარმატებები შემიძლია ჩავინიშნო? ჩაწერეთ ისინი მაშინვე . 

მთავარია ჩაიწეროთ, იქნება ეს ქაღალდის ნაჭერი, ბლოკნოტი, ნოუთბუქი თუ ა.შ , როგორ გამოიყურება ეს დღიური, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, თუმცა, ჩემი რჩევაა, წეროთ ხელით, რატომ ? ასე თქვენ არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ვიზუალურადაც აცნობიერებთ , თქვენს წარმატებებს.

თუ ჩემმა დავალებამ შეგაშინა და 100 ვერ დაინახე , დაფიქრდი დაყავი შენი ცხოვრება ათწლეულებად და გაიხსენე : 

წარმატება არ არის ის რომ სიარული ისწავლე ? 

ლაპარაკი ისწავლე?  

წერა ისწავლე? 

კითხვა ისწავლე ?

უცხოენა/უცხოენები ისწავლე? 

ყველა წვრილმანი წარმატებაა და ის მნიშვნელოვანია, ჩაინიშნე ყველა პატარა წარმატება, მნიშვნელოვანი და ერთი შეხედვით უმნიშვნელო. 

წარმოიდგინე, გაქვს კიბე, რომელსაც პირველი ხუთი საფეხური ჩამტვრეული აქვს, გვერდით კი მეორე კიბე გაქვს, რომელსაც არცერთი საფეხური აკლია , რომლით უფრო მარტივად გაივლი სასურველ კარამდე ? 

ზუსტად ასეა ათწლეულებით მიღწეული წარმატებები, პატარა წარმატებებით ვიწყებთ და ასე ვვითარდებით და ვავითარებთ უნარებსა და თვისებებს. 


 თქვენ თავად წყვეტთ იყოთ თუ არა წარმატებული და ბედნიერი,  თქვენი ქვეცნობიერის მეშვეობით.

რაში დაგეხმარებათ წარმატების დღიური ? 

1. თქვენ ხდებით მეტად თავდაჯერებული.

ჩვენს ცხოვრებაში , ისევ და ისევ ჩნდება სიტუაციები, როდესაც გვეჩვენება , რომ საკმარისად კარგი არ ვართ, არ გამოგვივა, არ შეგვიძლია და ა.შ

წარმატების დღიური კი ამ ფიქრების კომპესაციაა , თქვენ გაპირისპირებთ თქვენს რწმუნებულებთან და ხედავთ, თუ რამდენჯერ გადალახეთ, გამოგივიდათ, შექმენით და შეძელით.

ასევე ხშირად გვავიწყდება, რა პოტენციალის მფლობელი ვართ ან რას მივაღწიეთ უკვე. ამ ნაბიჯების განსაზღვრა კი გაძლევთ საოცარ თავდაჯერებულობას, ალამაზებს თქვენს ეგოს, ებრძვის საკუთარი თავისადმი ეჭვებს.

2. თქვენ სწავლობთ პოზიტიურ აზროვნებას.

მიუხედავად ცხოვრებაში დომინანტური ასპექტებისა, ადამიანების უმეტესობა ძირითადად ნეგატიურზე ამახვილებს ყურადღებას. თუ რამე არასწორად წარიმართება, მაშინვე განზოგადდება („ეს ყოველთვის მემართება!“) და დადებითი გამოცდილება, რომელიც ნამდვილად არსებობს, შეუმჩნეველი რჩება ან უკანა პლანზე გადადის.

წარმატების დღიურით თქვენ შეგნებულად ფოკუსირდებით კარგზე, დაგეხმარებათ გავარჯიშდეთ და ყოველდღიურად შეამჩნიოთ და აღნიშნოთ თქვენი პატარ-პატარა გამარჯვებები.

3 . თქვენ სწავლობთ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს და წარუმატებლობას.

სტრესის თავიდან აცილება შეუძლებელია , როგორც სამსახურში , ასევე პირად ცხოვრებაში. ხანდახან ყველაფერი რიგზეა, სანერვიულოც არაფერია თითქოს , მაგრამ დროში ვერ ვეტევით , დრო იწურება, ან თანამშრომელი ხდება ავად , ან …. ან … და ისევ ან …. ამ დროს კი შენ მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება უნდა მიიღო , გადამწყვეტი ფაქტორი არის ის, თუ როგორ გაუმკლავდებით მას.

თუ ამას არ ჩაიწერთ, დამერწმუნეთ , ათასჯერ გექნებათ მსგავსი საირთულე გადალახული, მაგრამ ერთხელაც არ გაგახსენდებათ , ის რომ თქვენ ამ პრობლემას გაუმკლავდით ამიტომ არ უნდა კონცენტრირდეთ მხოლოდ წარუმატებლობაზე , არამდე დააკვირდეთ , რა შეძელით და როგორ შეძელით, რა თვისებები გამოიყენეთ .

4. თქვენ სწავლობთ თქვენი მიზნების მიღწევას.

განსაკუთრებით გრძელვადიანი მიზნებით, მოტივაცია შეიძლება სწრაფად გაქრეს, თუ საქმეები საკმარისად სწრაფად არ მიდის. რატომღაც ვგრძნობთ, რომ ადგილზე ვზივართ და სამიზნე ჯერ კიდევ შორს არის. ამიტომ ზოგი უარს ამბობს ან გადააბრუნებს პრიორიტეტებს – მოკლევადიან წარმატებას და ამ პროცესში მხედველობიდან კარგავს თავის დიდ მიზანს.

წარმატების ჟურნალით, თქვენ ასევე შეგიძლიათ გააკეთოთ მცირე ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ამით შეინარჩუნოთ და ხელი შეუწყოთ თქვენს სწრაფვას. ყოველთვის არ არის აუცილებელი კარიერული ნახტომები, რომლებიც მიგაახლოვებენ თქვენს მიზანს. საკმარისია გახსოვდეთ, რომ ეს გრძელდება.

5. თქვენ სწავლობთ, დაიმახსოვროთ კარგი.

სამუშაოზე განაცხადის შეტანისას ან გასაუბრების დროს, ისევ და ისევ აშკარაა, რომ ბევრ კანდიდატს უჭირს საკუთარი ძლიერი მხარეების და წარმატებების ამოცნობა.

მეორე მხრივ, თუ რეგულარულად აწარმოებდით წარმატების დღიურს, მისი გახსნა დაგჭირდებათ მხოლოდ გასაუბრების წინ, რათა გადახედოთ თქვენს წინა შესრულებას და მიღწევებს (როგორიცაა ხაზგასმული). უბრალოდ წაიკითხეთ ის, რასაც უკვე მიაღწიეთ – მაგრამ ეს ასევე გეხმარებათ ფსიქოლოგიურად, თუ ამჟამად განიცდით ვარდნას და გჭირდებათ მცირე მოტივაციის ამაღლება.

მე კი ძალიან დიდ წარმატებას გისურვებ შენ , გჯეროდეს ყველაფერი შენს ხელშია.

სიყვარულით,
თეონა