Teona Amaglobeli ´s Blog

გამარჯობა, ეს ბლოგი შენთვის არის, მერე რა რომ პირადად არ გიცნობ ან
მიცნობ , ვიცოდი, რომ შენ მას იპოვიდი. მე ეს ბლოგი გავაკეთე, რადგან,
ზუსტად ახლა არის მომენტი შენთვის, რომ შენ გაიხსენო, თუ ვინ ხარ.
შენ ახლა კითხულობ ამ ბლოგს, რადგან მზად ხარ , სამყაროს სინათლეზე
გამოსასვლელად, შენი ძალისა და ენერგიის დასაბრუნებლად.
ეს ბლოგი შენ დაგეხმარება, გაიხსენო, ვინ ხარ სინამდვილეში, გაიხსენო, რომ შენ ხარ უნიკალური და განუმეორებელი.
მე გპირდები , რომ ამ ბლოგს აქვს ძალა, შენი ჭრილობები მოგიშუშოს და
საკუთარი მე გაპოვნინოს.
რადგან შენ ახლა ამ ბლოგს კითხულობ და ზუსტად ამ აბზაცს , ახლა მე
ზუსტად ვიცი, რომ შენც იმას ეძებ, რასაც მე ვეძებდი.

თეონა ამაღლობელის ბლოგი

გამარჯობა მეგობარო, ნუ გიკვირს, მეგობარი რომ გიწოდე . რადგან, თუ ჩემს ბლოგს სტუმრობ, ესე იგი საერთო ღირებულებები გვაქვს, საერთო ინტერესების
სფერო და საერთო პრობლემები გვაწუხებს.
მე ამ ბლოგში ჩემს ყველაზე მძიმე და ამავდროულად ბედნიერ გზას მოგიყვები,
იმ იმედით, რომ ეს შენი გულის კარს გახსნის და ისე როგორც მე , შენც მისცემ
შენს თავს უფლებას, იყო ძალიან ბედნიერი, საკუთარ თავში დარწმუნებული და
იგრძნო, თუ როგორ სჭირდები სამყაროს, რამეთუ შენ სამყაროს დიდი და
მთავარი ელემენტი ხარ.
ამ ბლოგში ყველაფერი ის იქნება თავმოყრილი, რაც მე წლები ვეძებე , წლები
ვიბრძოლე ამის მისაღწევად , მაგრამ შენ დღეს მხოლოდ ამ ბლოგის კითხვა
გჭირდება, შენი მისიის საპოვნელად.
შენ ძალიან მალე გაიგებ, თუ როგორი დიდი პოტენციალის მატარებელი ხარ და
რომ ყველაფერი , რაზეც ოდესმე გიოცნებია, მხოლოდ შენი რეალობაა, რეალობა,
რომელიც უნდა დაინახო. ეს არ არის შემთხვევითობა, რომ შენ ახლა ჩემს ბლოგს
კითხულობ , ეს სამყაროს საჩუქარია და გამოხატე მის მიმართ მადლიერება.
შენ დაიბადე იმისთვის, რომ იყო ძალიან ბედნიერი!
შენ დაიბადე იმისთვის, რომ იკაშკაშო!
შენ დაიბადე იმისთვის, რომ სამყაროს სჭირდები!
შენ ხარ სამყაროს ნაწილი, რომლითაც ის მოძრაობს და სამყარო არის შენი
ნაწილი! 

მიხარია, რომ დღეს შენ შენი ცხოვრების შეცვლა შეგიძლია.

სიყვარულით თეონა

100487986_2998334973536342_8397378997528297472_n (1)
Teona Amaglobeli ´s Blog

შექმენი შენი სასურველი ცხოვრება დღეს, ნუ გადადებ იყო ბედნიერი